ბარსელონასა და კამბრილსში მომხდარი ტერაქტების ერთ-ერთ ორგანიზატორთან კავშირში ბრალდებული სამი ადამიანი საფრანგეთში დააკავეს

გასული წლის 17 აგვისტოს ბარსელონასა და კამბრილსში მომხდარი ტერაქტების ერთ-ერთ ორგანიზატორთან კავშირში ბრალდებული სამი ადამიანი საფრანგეთში დააკავეს. ამის შესახებ ესპანეთის შსს იუწყება.

„სამი ადამიანი პირდაპირ კავშირშია ტერორისტ დრის უქაბირთან, რომელიც ამჟამად პატიმრობაშია“, - ნათქვამია ესპანეთის შსს-ს განცხადებაში.

სამივე დაკავებულის აყვანის ოპერაცია საფრანგეთის გარის დეპარტამენტში ჩატარდა. ფრანგ სამართალდამცველებთან ერთად ოპერაციაში ესპანეთის სამოქალაქო გვარდია და კატალონიის პოლიცია მონაწილეობდნენ.

ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაიცვალა 16 და დაშავდა 130-ზე მეტი ადამიანი. ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ლიკვიდირებულია 8 ტერორისტი, კიდევ 4 პირი, მათ შორის დრის უქაბირი დაკავებულები არიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა