დავით საგანელიძე საქართველოში ბელარუსის ელჩს შეხვდა

“საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის ელჩს მიხაილ მიატლიკოვს, საელჩოს მრჩეველს ანდრეი სოკოლოვს და კომპანია SIS Business Service-ის გენერალურ დირექტორს ვლადიმირ ლახტენკოვს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ”საპარტნიორო ფონდიდან” აცნობეს, ფონდში გამართულ შეხვედრაზე ბელარუსის ელჩმა ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალია. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდის მანდატის, აგრეთვე, ფონდის მიერ განხორციელებული პროექტებისა და მისი მუშაობის პრინციპების შესახებ ისაუბრა.

“საპარტნიორო ფონდში“ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში წარმოების სფეროს განვითარების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და ამ მიმართულებით, შესაძლო თანამშრომლობის პერსპექტივების შესახებ იმსჯელეს.

როგორც “საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, ფონდისთვის ინდუსტრიის სფერო ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია ამ მიმართულების განვითარებისკენ გადადგმული თითოეული ნაბიჯი.

საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის ელჩმა მიხაილ მიატლიკოვმა „საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი საქმიანი ვიზიტით ბელარუსში მიიწვია და იმედი გამოთქვა, რომ ეს ვიზიტი ორ ქვეყანას შორის საქმიანი ურთიერთობების გასაღრმავებლად მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი იქნება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო