გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღმოსავლეთ ღუთაში ვითარების გართულებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა სირიაში, აღმოსავლეთ ღუთაში ვითარების გართულებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და რუსეთს, ირანსა და თურქეთს რაიონში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„აღმოსავლეთ ღუთა მონაწილეობს დეესკალაციის შეთანხმებაში, რომელიც ასტანაში გაფორმდა. გენერალური მდივანი ყველა მხარეს, განსაკუთრებით კი ასტანას შეთანხმების გარანტორებს მათი მოვალეობების შესახებ შეახსენებს“, - ნათქვამია გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის წერილობით განცხადებაში.

მისი თქმით, აღმოსავლეთ ღუთას მოსახლეობა, დაახლოებით 400 000 ადამიანი, ავიადარტყმებისა და დაბომბვების ქვეშ არიან.

„სამთავრობო ძალების მიერ რაიონის ალყაში მოქცევის შედეგად ადამიანებს ექსტრემალურ პირობებში უწევთ ცხოვრება. ასევე არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ ორშაბათის შემდეგ 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სულ მცირე 13 ბავშვი. 5 საავადმყოფო და სამედიცინო კლინიკა ავიადარტყმების შედეგად დაიბომბა, 700 ადამიანზე მეტს კი სასწრაფო ევაკუაცია ესაჭიროება“, - აღნიშნულია განცხადებაში .

აღმოსავლეთ ღუთა „ბოევიკების“ მიერ კონტროლდება და სამთავრობო ძალების ალყაში იმყოფება. ის შესულია დეესკალაციის ზონების სიაში, რომლებიც სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გარანტორ ქვეყნებს, რუსეთს, ირანსა და თურქეთს შორის 4 მაისის შეთანხმების შემდეგ შეიქმნა. გაერო-ში რეგულარულად გამოთქვამენ შეშფოთებას ამ რაიონში არსებულ ვითარებაზე და იქ ჰუმანიტარული დახმარების შეტანისთვის შესაბამისი პირობების შექმნისკენ მოუწოდებენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს