წითელი ჯვრის საზოგადოება კატასტროფების მართვის სფეროში მომუშავე პარტნიორ ორგანიზაციებთან საკოორდინაციო შეხვედრას მასპინძლობს

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“, დღეს, კატასტროფების მართვის სფეროში მომუშავე ეროვნული ორგანიზაციებისა და სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებისთვის საკოორდინაციო შეხვედრას მასპინძლობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ წითელი ჯვრის საზოგადოებიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანია, საკოორდინაციო ინსტრუმენტების წარდგენა, საკონსულტაციო საბჭოს ჩამოყალიბება და გამოცდილების გაზიარება კატასტროფების მართვის კუთხით.

„აღნიშნულ შეხვედრაზე მოწვეულები არიან სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელები, წითელი ჯვრის და წითელი ნახევარმთვარის მოძრაობის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგინლები, მათ შორის ”არბაითერ-სამარიტერ ბუნდი საქართველო” (ASB), ”კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი” (CENN), ”ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის - გადავარჩინოთ ბავშვები” (Save the Children), „ბრიჯ-ინოვაცია და განვითარება“, ”ხსნის არმია”, ”კარიტასი საქართველო”, ”ფიფლ ინ ნიდ საქართველოში” და სხვა.

არასამთავრობო ორგანიზაციების საკოორდინაციო შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კატასტროფებისთვის მზადყოფნის, ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების, კომუნიკაციისა და კოორდინაციის გაუმჯობესების მიზნით, ისე ერთობლივი სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვის თვალსაზრისით. მსგავსი შეხვედრები ასევე მიზნად ისახავს ინფორმაციის გავრცელებას კატასტროფების მართვის კუთხით მიმდინარე პროცესებსა და როლების განაწილებას თუ „ვინ, სად, რას“ აკეთებს ქვეყანაში.

მოგახსენებთ, რომ 2008 წელს საქართველოს პრეზიდენტის #415 ბრძანებულების საფუძველზე, რომელიც შეიცვალა 2015 წლის საქართველოს მთავრობის N508 დადგენილებით, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას მიენიჭა როლი, რომლის თანახმად იგი ახორციელებს საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაბმული არასამთავრობო ორგანიზაციების მოქმედებების ორგანიზებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის კოორდინაციით“, - აღნიშნულია წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო