გიორგი აბაშიშვილი - კვალიფიციური დისკუსია ვერ მივიღეთ, მაგრამ შესაშური ძალის დემონსტრირებას ვხედავთ - როგორც ჩანს, უმრავლესობას გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ გაერთიანება გამოსდის

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ”მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით მოლოდინი ჰქონდათ, რომ შედგებოდა შინაარსობრივი დისკუსია, თუმცა, ამის ნაცვლად უმრავლესობის წევრები ამტკიცებდნენ, რომ ვეტო აუცილებლად უნდა დაძლეულიყო.

„ნაცვლად შინაარსობრივი დისკუსიისა, ვნახეთ, რომ უმრავლესობის წევრები თითქოსდა ბრძოლის ველზე მიდოდნენ. ისინი გასაოცარი ენთუზიაზმით უმტკიცებენ ერთმანეთს, რომ ეს ვეტო აუცილებლად დასაძლევი იყო არა იმიტომ, რომ გარკვეულ შინაარსობრივ საკითხებს არ ეთანხმებოდნენ, არამედ იმიტომ, რომ ვინაიდან ვეტო გიორგი მარგველაშვილმა დაადო, მის წინააღმდეგ საჭირო იყო კიდევ ერთი გადამწყვეტი ბრძოლის წარმოება. კვალიფიციური დისკუსია ვერ მივიღეთ, მაგრამ შესაშური ძალის დემონსტრირებას ვხედავთ, რაც რაღაც მომენტში საამაყოა, რომ გარკვეულ მომენტში გაერთიანება შეუძლიათ. როგორც ჩანს, უმრავლესობას მარგველაშვილის წინააღმდეგ გაერთიანება გამოსდის. როგორც ყოველთვის, უმრავლესობის მხრიდან არის მნიშვნელოვანი არა შინაარსი, არამედ პრეზიდენტის პერსონა და შემიძლია მთელი რიგი მაგალითები გავიხსენო. პრეზიდენტი სახელმწიფო ინსტიტუტების ხარჯზე არავის არასოდეს არ გარიგებია და არ გაურიგდება“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს