ლევან ხაბეიშვილი - საკრებულოს თავმჯდომარეს ყოველთვის მალულად, რამდენიმე საათით ადრე შემოაქვს სხდომის დღის წესრიგი

საკრებულოს თავმჯდომარეს ყოველთვის მალულად, რამდენიმე საათით ადრე შემოაქვს სხდომის დღის წესრიგი, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგი ჯერ კიდევ არაა ბოლომდე ჩამოყალიბებული.

„საკრებულოს თავმჯდომარეს ყოველთვის მალულად, ფარულად, რამდენიმე საათით ადრე შემოაქვს ხოლმე დღის წესრიგი. წარმოუდგენელია დეპუტატმა თავისი უფლებამოსილება განახორციელოს იმ პირობებში, როდესაც 23:00 ან 23:30 საათზე შემოდის ბიუჯეტი, დღის წესრიგი. ამ დრომდე ბოლომდე კიდევ ჩამოყალიბებული არ არის დღევანდელი დღის წესრიგი. შესაბამისად ის, რომ ჩვენ რაიმეს მხარს დავუჭერთ ან რაიმეს ნორმალურად შევაფასებთ, ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რადგან “ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობს ხელი შეგვიშალოს ჩვენი უფლებამოსილების განხორციელებაში”, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დღეს 17:00 საათზე გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო