რომან გოცირიძე ”საზოგადოებრივ მაუწყებელზე” - მივიღებთ პარტიულ ტელევიზიას, მონსტრს, რომელიც ჩვენს ფულს ნთქავს

”მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით ვეტოს დაძლევა განპირობებულია იმით, რომ ბოლო ლუკმა წაართვან დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, - ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

”საზოგადოებრივი მაუწყებელი”, რომელიც 53 მილიონ დაფინანსებას იღებს, დამატებით მიიღებს რეკლამის ფულს, რომელიც მოაკლდება კერძო მაუწყებლებს და ფაქტობრივად, მივიღებთ პარტიულ ტელევიზიას, მონსტრს, რომელიც ნთქავს ჩვენს ფულს. ამ თანხას პენსიონერებს თუ მოვახმარდით, მაუწყებელს არაფერი დააკლდებოდა. ეს არის ერთპარტიული ტელევიზიის ჩამოყალიბებისკენ მომავალი გზა და მოხდა მისი პრივატიზაცია ”ჯიდიესის” მხრიდან. სამწუხაროდ, დაძლევენ ამ ვეტოს და არ გაითვალისწინებენ საზოგადოების, მედიის და არასამთავრობოების მოთხოვნას.

”საზოგადოებრივი მაუწყებელი”, როგორც დაბალრეიტინგული ტელევიზია ხელისუფლების რუპორად გადაიქცა და აქ ვერ გაიგებთ ოპოზიციის ხმას”, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა