ოთარ დანელია - შემაშფოთებელია, როცა ინფრასტრუქტურის მინისტრი ფაროსანასთან ბრძოლისთვის შექმნილ კომისიის სხდომას დაწყებიდან რამდენიმე წუთში ტოვებს

შემაშფოთებელია, როცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დაწყებიდან რამდენიმე წუთში ტოვებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი სამთავრობო კომისიის სხდომას და რეგიონში ჩასული არ მინახავს, - ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელიამ განაცხადა.

დეპუტატი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის, თუმცა მიიჩნევს, რომ სამთავრობო კომისიას პრემიერ-მინისტრმა უნდა უხელმძღვანელოს.

„მოგეხსენებათ, მთავრობის ინიციატივით შეიქმნა უწყებათშორისო კომისია, რომელიც ფაროსანასთან ბრძოლის მთელ რიგ ღონისძიებებს შეიცავს. მე მინდა ლევან დავითაშვილს, რომელიც ხელძღვანელობს კომისიას დიდი მადლობა გადავუხადო მის გუნდთან ერთად გაწეული სამუშაოსთვის და ძალიან კარგად მომზადებული გეგმისთვის. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, მე მაქვს განცდა, რომ არასათანადოდ არის აღქმული ის პრობლემა, რომელიც მიმდინარე წელს გვქნება. მე შეგახსენებთ გასულ წელს სამეგრელოს, იმერეთის სოფლებს, გურიას პრაქტიკულად გადაუარა აზიურმა ფაროსანამ, ძალიან დიდი ზიანი მიაყენა და განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როცა ინფრასტრუქტურის მინისტრი ბოლომდე არც კი ესწრება ამ სხდომას, ტოვებს მას დაწყებიდან რამდენიმე წუთში და ის ერთხელაც არ მინახავს ჩასული რეგიონში. მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, რომ გაცილებით ეფექტური იქნება, თუ ის თავად უხელმძღვანელებს ამ კომისიას. ამაზე დიდი საფრთხე ჩვენი ქვეყნის წინაშე დღეს არ არსებობს. ეს პრობლემა არაფრით არ ჩამოუვარდება იმ პრობლემას, რომელიც ხანძრის დროს იყო ბორჯომში და ვფიქრობთ, რომ იგივე დოზით, მთავრობის კონსოლიდაცია იგივე ფორმით არის საჭირო და სჭირდება უმაღლესი სტატუსი ამ ღონისძიებების ეფექტურად გატარებას“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა