გიორგი აბაშიშვილი - პრეზიდენტისთვის მედიაგარემო და თავისუფალი სიტყვა განსაკუთრებული ყურადღების და ზრუნვის საგანია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტისთვის მედიაგარემო განსაკუთრებული ზრუნვის საგანია. როგორც გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ტელეკომპანია ”იბერიასთან“ დაკავშირებით პროცესს აკვირდებიან და შემდგომ დააფიქსირებენ პოზიციას.

„საქართველოს პრეზიდენტისთვის მედიაგარემო და თავისუფალი სიტყვა განსაკუთრებული ყურადღების და ზრუნვის საგანია. შესაბამისად, არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ გარკვეული კითხვის ნიშანი გაჩენილიყო რომელიმე მედიის მიმართ და პრეზიდენტი არ ჩარეულიყო და არ შეესწავლა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, არსებობს კითხვები, ვაკვირდებით ამ პროცესებს და როდესაც მეტი ინფორმაცია გვექნება, შემდგომ დავაფიქსირებთ პოზიციას ამ საკითხზე”, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.