ბექა ოდიშარია - მიმაჩნია, რომ დღეს ვეტოს დაძლევა საჭიროა

მიმაჩნია, რომ დღეს ვეტოს დაძლევა საჭიროა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა. მისივე თქმით, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ირგვლივ საზოგადოების ერთი ნაწილი, ყოველთვის ახერხებს ნებისმიერი თემა გადააქციოს არაჯანსაღი პოლიტიკური ინსინუაციების საგნად.

„მინდა გამოვეხმაურო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ირგვლივ წამოწყებულ დისკუსიას. ამ თავითვე მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი, ყოველთვის ახერხებს ნებისმიერი თემა გადააქციოს არაჯანსაღი პოლიტიკური ინსინუაციების საგნად, რაც ბუნებრივია ზიანს აყენებს საგნის ძირითად არსს. თუმცა, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ჩემი აზრით ამ არასწორი მიმართულებით განვითარებულ დისკუსიას შეუერთდნენ ადამიანები, ვისაც მართლაც შესტკივათ გული ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებზე და მათ შეუქცევადობაზე.

სწორედ ამიტომ, გულწრფელად მინდა მივმართო საზოგადოების ამ ნაწილს: პირველი, ეს გახლავთ ის, რომ დროა გავიაზროთ ის ფუნდამენტური განსხვავება, რომელიც არსებობს ტერმინ ,,საზოგადოებრ მაუწყებელსა’’ და არქაულ სახელწოდებას - ,,სახელმწიფო ტელევიაზიას’’ შორის.

ვფიქრობ, ყველანი ვთანხმდებით, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ არსებობა და მისი ყოველმხრივი დამოუკიდებლობა და სახალხოობა, ისევე როგორც ხარისხიანი მაუწყებლობა, ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის თუ დემოკრატიული საზოგადოების თითოეული წარმომადგელისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, მოკლე თუ გრძელვადიან პერსპექტივაში.

ჩემთვის კარგადაა ცნობილი თუ რა მდგომარეობაა ამ არხზე, პირველ რიგში, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის პრაქტიკულად არ არსებობის თვალსაზრისით, ასევე იმ პროფესიონალი კადრების არსებობის, რომელთა ნაკლებობას არხი არასოდეს განიცდიდა და მათ შორის, ვგულისხმობ იმ ჟურნალისტებსაც, რომელებიც ახლო წარსულში შეუერთდნენ ახალი მენეჯმენტის ძალისხმევას არხის გაჯანსაღებისა და განვითარებისათვის საქმეში. მე ვთხოვდი კოლეგებს და საზოგადოებას, რომ საკითხს შევხედოთ პრაგმატულად.

არსებობს საზოგადოებრივი არხი, რომელსაც გადასახადის გადამხდელები წლობით უხდიან ფულს და მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა დროს, მათ შორის ნოვატორული იდეებით მოსული სხვადასხვა მენეჯმენტი ცდილობდა მაყურებლისათვის მისაღები პროდუქტის შექმნას, ზემოთ აღნიშნული მატერიალურ- ტექნიკური ბაზის უქონლობის გამო, ვერ ახერხებდა სასურველის მიღწევას, რაზეც არხის რეიტინგი და ყურებადობა მოწმობდა.

ანუ გადასახადის გადამხდელთა მიერ გადახდილი თანხით, ვერ ხერხდებოდა მათივე მოლოდინის გამართლება. ახლა კი მოდის ახალი მენეჯმენტი და ჩვენს წინაშე დებს ახალ ბიზნეს გეგმას და მე ამ ცვლილებების პაკეტს სწორედ ბიზნეს გეგმად განვიხილავ.

ამ გეგმის მიხედვით, მენეჯმენტი ასაბუთებს, რომ ცვლილებების შემთხვევაში, ის მოახერხებს მოჯადოებული წრის გარღვევას და საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის ღირსეული ადგილის დამკვიდრებას მედია სივრცეში. რა საერთაშორისო გამოცდილება გვაქვს ამ კუთხით: მერწმუნეთ ციფრებში გამოხატული ეს მონაცემები ძალზედ შთამბეჭდავია და ისინი ნამდვილად უმყარებენ ზურგს და ნიადაგს წარმოდგენილი ცვლილებების საფუძვლიანობას”,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

მისივე განცხადებით, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უნდა მიეცეს შანსი შექმნას პროდუქტი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის, ტელე-მაყურებლისა თუ რადიო-მსმენელის მოლოდინს გაამართლებს.

„რაც შეეხება სხვა ე.წ. რისკებსა თუ ნეგატიურ მოლოდინებს: „საზოდაგოებრივი მაუწყებლის“ ხელთ არსებული თუ მომავალში წარმოქმნილი დამატებითი ფულადი სახსრების მართლზომიერ განკარგვაზე კონტროლისათვის უკვე არსებობს მრავალი ქმედითი მექანიზმი, მათ შორის ბორდი, აუდიტის სამსახური და ბოლოს და ბოლოს პარლამენტი, რომლის წევრებსაც ყოველთვის გვექნება საშუალება გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტები და არ დავუშვათ ამ პროცესების მანკიერი წარმართვა - განვითარება. ისევე, როგორც მე - 9 მოწვევის პარლამენტი სულ მცირე, კიდევ სამი წელი შეძლებს, როგორც არხზე მიმდინარე ფინანსურ პროცესებზე, ასევე ამ ცვლილებებთან დაკავშირებით აღებული პასუხისმგებლობის ფარგლებში მონიტორინგის განხორციელებას და საჭიროების შემთხვევაში ადეკვატურად რეაგირებას. ცვლილებები, რომელთა კანონად ქცევა დღეს, სამწუხაროდ, ვეტოს დაძლევაზე გადის, თუ ბუნებაში შექმნის რაიმე რეციდივებსაც კი, ჩემი აზრით, იმ მცდარი ნეგატიური წარმოდგენების თვალსაზრისით, რომელიც შესაძლებელია საზოგადობის ერთ ნაწილს გააჩნია, პარლამენტს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა იმოქმედოს საზოგადოების და თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე. ასე რომ, მიმაჩნია დღეს ვეტოს დაძლევა საჭიროა!

ჩვენ უნდა მივცეთ შანსი „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ შექმნას პროდუქტი, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის, ტელე-მაყურებლისა თუ რადიო-მსმენელის მოლოდინს გაამართლებს“, - განაცხადა ოდიშარიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო