თსუ-სა და ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, მემორანდუმს ხელი თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნუნუ ოვსიანიკოვამ და „საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა იოსებ ბრეგვაძემ მოაწერეს.

თსუ-ს რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, სამედიცინო მიმართულების სტუდენტები პრაქტიკას გაივლიან „საუნივერსიტეტო კლინიკაში“ და ჩართული იქნებიან ყველა იმ აქტივობაში, რომელიც მომავალი ექიმისთვის არის საჭირო.

„ეს არის ძალიან კარგი შანსი მათთვის, რომ მომავალში დასაქმების პერსპექტივაც უფრო მაღალი ჰქონდეთ და სწავლების პერიოდში პრაქტიკული კომპონენტი მაქსიმალურად შემოვიდეს. ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ორივე მხრიდან. კარგია, უნივერსიტეტს გაუჩნდეს დიდი ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც, ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება პროფესიონალების აღზრდა“, - აღნიშნა თსუ-ს რექტორმა.

„საუნივერსიტეტო კლინიკის“ დირექტორმა იოსებ ბრეგვაძემ იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა შედეგიანი იქნება.

„სასიხარულოა, რომ ჩვენი ალმამატერი და ღუდუშაურის კლინიკა, საკმაოდ ტრადიციული დაწესებულება სამედიცინო სფეროში, დაუკავშირდნენ სერიოზული მიზნების განსახორციელებლად. მიჭირს დავასახელო სფერო, სადაც თეორიისა და პრაქტიკის ისეთი გადაჯაჭვულობა არის საჭირო, როგორც სამედიცინო სფეროში. იმედი მაქვს, რომ ჩვენი დღევანდელი მონდომება უნივერსიტეტის მხრიდან, კლინიკის მხრიდან იქნება შედეგიანი,“ -განაცხადა იოსებ ბრეგვაძემ.

ხელშეკრულების საფუძველზე საუნივერსიტეტო კლინიკა უზრუნველყოფს თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების და რეზიდენტების მიერ სასწავლო კურსების გავლას. აღნიშნული კურსის გავლისას საუნივერსიტეტო კლინიკა უზრუნველყოფს მის მმართველობაში არსებული სამედიცინო აღჭურვილობის, ადამიანური და სხვა აუცილებელი რესურსების მონაწილეობას.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა