ხვალ ილორის ქუჩისა და სარაჯიშვილის გამზირის მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

ხვალ ილორის ქუჩისა და სარაჯიშვილის გამზირის მოსახლეობის მცირე ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანში, ილორის ქუჩის № 22, სარაჯიშვილის გამზირის № 11, № 13, № 15-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები კერძო სექტორის მოსახლეობას.

გაზის მიწოდების აღდგენა ეტაპობრივად, იმავე დღის 15:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე დაიწყება.

"ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო