აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის სხდომაზე „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საკითხი განიხილეს

დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ - განიხილეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უძღვებოდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა. მომხსენებელმა კანონის პროექტის მიღების წინაპირობებზე, მიზეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოს, კანონმდებლობის შესაბამისად, მის მისაღებად ვადა 20 აპრილამდე აქვს. დავით გაბაიძემ აქვე მიმოიხილა კანონის პროექტით გათვალისწინებული აჭარის ა/რ უფლებამოსილებებთან, კომპეტენციებთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებებთან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები, მოისმინა კომისიის წევრების შენიშვნები და მოსაზრებები. აღინიშნა, რომ გარკვეულ საკითხებზე მსჯელობა წამყვანი კომისიისა და შემდგომ უმაღლესი საბჭოს სხდომებზე გაგრძელდება.

კომისიამ მხარი დაუჭირა კანონის პროექტის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს