მიხეილ ჩხენკელი ავტორიზაციაშეჩერებულ თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ავტორიზაციაშეჩერებულ თბილისის სამედიცინო სასწავლო უნივერსიტეტ „ჰიპოკრატეს“ სტუდენტებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა ახალგაზრდებს ავტორიზაცია-აკრედიტაციის საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ამ პროცესის მიზანი განათლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვაა, რადგან თითოეული ახალგაზრდის მომავალი უნდა ეფუძნებოდეს არა უბრალოდ დიპლომის ფლობას, არამედ ცოდნას, რომელიც ამ დიპლომის უკან დგას.

უწყების ინფორმაციით, მინისტრთან შეხვედრაზე ყველა სტუდენტს ჰქონდა შესაძლებლობა მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე უშუალოდ მინისტრისაგან მიეღოთ ამომწურავი პასუხი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა