ირაკლი კობახიძე - “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების მიზანია, არ გაიფლანგოს ათეულობით მილიონი ლარი, რასაც ნულოვან რეიტინგში და ნულოვან სოციალურ გავლენაში ვიხდით

“მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანია, არ გაიფლანგოს ათეულობით მილიონი ლარი, რასაც ნულოვან რეიტინგში და ნულოვან სოციალურ გავლენაში ვიხდით, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს განხილვისას განაცხადა.

“აქ მთავარი რეიტინგიც არ არის - მთავარია ნულოვანი სოციალური გავლენა, რაშიც ათეულობით მილიონი ლარი არ უნდა გაიფლანგოს. ამ წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი ლარი არის გაფლანგული ნულოვან სოციალურ გავლენაში, რასაც მშვიდად აკვირდებოდნენ მათ შორის ჩვენი ოპონენტები, რომლებიც დღეს კანონპროექტს აკრიტიკებენ. არავის არ ადარდებდა ის, რაც ”საზოგადოებრივ მაუწყებელში” ხდებოდა. ამ ვითარებას ცვლილება სჭირდება და ამ ცვლილებას ემსახურება მათ შორის ის ორი ასპექტი, რომელიც არის ვეტოს საგანი“, - განაცხადა კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო