ვახო ხუზმიაშვილი - ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის არ აქვს მნიშვნელობა შეიარღებული პირი შემოვარდება ტელევიზიაში, თუ ფინანსურად მოგუდავენ მას

ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის არ აქვს მნიშვნელობა შეიარაღებული პირი შემოვარდება ტელევიზიაში, თუ ფინანსურად მოგუდავენ მას, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ტელეკომპანია ”იბერიას” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა განუცხადა.

ხუზმიაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა და მთავრობის მეთაურს მოუწოდა, კარგად გაეცნოს ტელეკომპანიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და ნუ გააკეთებს წინასწარ განცხადებებს. მისივე თქმით, განვითარებული მოვლენები 2004 წლის მოვლენების ანალოგია, ვინაიდან სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლების მიერ დღეს გაკეთებული კომენტარები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ 2004 წელს გაკეთებულ განცხადებას ჰგავს, რომელიც მიზნად დამოუკიდებელი მედიასაშუალებისთვის ხელოვნური პრობლემების შექმნას გულისხმობს.

”პრემიერის განცხადება მაგონებს 2004 წელს, როდესაც აქ შემოვარდა სპეცრაზმი, მაშინაც ამბობდა ხელისუფლება, რომ „იბერიას“ ჟურნალისტებს იყენებენ ბიზნესის დასაცავად. ეს არის ძალიან ცუდი, როდესაც პრემიერი იყენებს წინა ხელისუფლების განცხადებებს. ბატონო პრემიერო, სჯობს გადაამოწმოთ ინფორმაცია, თუ რა ხდება ტელეკომპანიაში და შემდეგ გააკეთოთ ასეთი განცხადებები. თუ იბერიას არ ექნება დაფინანსება, ტელევიზია ვერ გააგრძელებს მუშაობას. კომპანია „ომეგა“ არის დემპინგის ქვეშ და ეს უნდა აღკვეთოს ხელისუფლებამ. მინიმუმ უნდა გადაამოწმონ ეს ინფორმაცია, დავიჯერო გუშინ ღამე გადაამოწმა პრემიერმა ეს ინფორმაცია და ყველა მინისტრს მოუსმინა?!”, - განაცხადა ვახო ხუზმიაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა