თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთში ახალი საბავშვო ბაღი აშენდა. სამღერეთის საბავშვო ბაღი საზეიმოდ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ, პარლამენტში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოდერძი ჩანქსელიანმა და მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ გახსნეს.

,,ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით, დღეს სოფელ სამღერეთში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშო ბაღი. ადგილობრივი მოსახლეობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას, სოფელში საბავშვო ბაღის არარსებობა წარმოადგენდა. შესაბამისად, სწორად შერჩეული პრიორიტეტის საფუძველზე, ბავშვებს უკვე აქვთ შესაძლებლობა სკოლამდელი განათლება კომფორტულ გარემოში მიიღონ“, - განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ,

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლამდელი დაწესებულება 40 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა აღიჭურვა ახალი ავეჯით, ინვენტარით, ცენტრალური გათბობის სიტემით, ამასთანავე, ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებზე. პროექტის განხორციელებისთვის ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 455 000 ლარზე მეტი დაიხარჯა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა