ირაკლი ნადირაძე - დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ რამდენიმე წლის წინ, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური კახა კალაძის ცოლის ძმის დასასაქმებლად დაიშალა

ირაკლი ნადირაძის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახური იმიტომ დაიშალა, რომ კახა კალაძის ცოლის ძმა დაესაქმებინათ.

"დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ჩვენ მართლები ვიყავით, როდესაც რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდობის, განათლების, სპორტის საქალაქო სამსახურს ყოფდნენ სამ ნაწილად და დღეს ისევ აერთიანებენ. ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ თავის დროზე ეს კახა კალაძის გამო გაკეთდა, იმიტომ, რომ საკუთარი უდიპლომო ცოლის ძმა დაენიშნა ახალგაზრდობის განყოფილების უფროსად. დღეს ისევ ხდება ამ სამსახურების გაერთიანება", - განაცხადა ნადირაძემ.

ამ წუთებში, საკრებულოს რიგგაეშე სხდომა მიმდინარეობს, სადაც სამი საქალაქო სამსახურის უფროსობის კანდიდატებს მოუსმენენ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს