საქართველოს ფოსტის ინფორმაციით, ახალი პროდუქტის, “მალეო”-ს მიმართ მოთხოვნა რეგიონებიდან უკვე საკმაოდ მაღალია

საქართველოს ფოსტის ახალი პროდუქტის “მალეო”-ს მიმართ მოთხოვნა რეგიონებიდან უკვე საკმაოდ მაღალია, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ფოსტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, „საქართველოს ფოსტამ“ ორი კვირის წინ საზოგადოებას ახალი პროდუქტი „მალეო“ წარუდგინა და დღეისათვის საიტზე უკვე დარეგისტრირებულია 1 200-მდე მომხმარებელი. მათგან თითქმის 60% საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებია, მათ შორის ისეთი მაღალმთიანი რეგიონებიდან, როგორებიცაა მესტია, ქედა, ყაზბეგი და სხვ.

„ჩვენ ვამაყობთ პირველ ეტაპზე მიღწეული შედეგებით, ვინაიდან ამ პროდუქტის შექმნის ერთ-ერთი მიზანი სწორედ რეგიონებიდან მოსახლეობის ჩართულობა იყო. მინდა მადლობა გადავუხადო მათ ნდობისა და ინტერესისთვის. დღეს მივიღეთ პირველი ამანათები, რომელთა გატანასაც მომხმარებლები ხვალიდან შეძლებენ. „საქართველოს ფოსტა“ აფასებს თითოეული მომხმარებლის ნდობას და ჩვენ ყოველთვის გავამართლებთ მათ მოლოდინებს“, - აცხადებენ კომპანიაში.

„საქართველოს ფოსტის“ ახალი პროდუქტის „მალეო“-ს მეშვეობით, მომხმარებელს საშუალება აქვს ერთიანი პროდუქტის სახით მიიღოს სატერმინალო და საკურიერო მომსახურება საქართველოს ნებისმიერ წერტილში. „საქართველოს ფოსტის“ ახალი პროდუქტის მიზანი გახლავთ ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონის მცხოვრებს მიეცეს საშუალება ისარგებლოს ელექტრონული კომერციის შეთავაზებით და მიიღოს სრულყოფილი მომსახურება. ამისთვის შეიქმნა ქართული პორტალი maleo.ge, რომლის მეშვეობითაც საქართველოს ნებისმიერი ტერიტორიიდან შესაძლებელი გახდა მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად ამანათების გამოწერა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია