გიორგი ჩაკვეტაძე - ირაკლი გვილავას კანდიდატურა სრულიად მისაღებია, მისი საქმიანობიდან გამომდინარე

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ საკრებულოს სხდომაზე, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის, ირაკლი გვილავას კანდიდატურასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

მისი თქმით, აღნიშნული კანდიდატურა საკრებულომ კომისიურ რეჟიმში განიხილა. კომისიის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ირაკლი გვილავას დანიშვნა ამ პოზიციაზე ძალიან ეფექტური იქნება.

„მინდა ვთქვა, რომ ის პროექტები, რომლებიც დედაქალაქში სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით არის დაგეგმილი, ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ რიგში, აღვნიშნავ, 2018 წელს სამი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობის დაწყებას. მეორე მიმართულება, რომელიც წელს, ჩვენი გუნდის მმართველობის პირობებში ქალაქში პირველად ხორციელდება, ეს არის ორი მნიშვნელოვანი პროგრამა“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

მისი თქმით, პირველი არის სპორტული კლუბების წახალისება, ხოლო მეორე - წარმატებული სპორტსმენი ახალგაზრდების დაფინანსება. გიორგი ჩაკვეტაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულოში წელს პირველად ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი ახალგაზრდული ფორუმი, რომელსაც ძალიან კარგი რეზონანსი ჰქონდა.

„ჩვენ ყოველთვის შევეცდებით, ვაკეთოთ საქმე, მიუხედავად იმისა, ოპონირების როგორ რეჟიმში ვიქნებით და ყოველთვის შევეცდებით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია დედაქალაქში უმაღლეს დონეზე იყოს. დამეთანხმებით, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო