გიორგი ტყემალაძე - ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის კანდიდატურა ჩვენთვის მისაღებია

ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის კანდიდატურა ჩვენთვის მისაღებია, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მარიკა დათუკიშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომელმაც დღის წესრიგიდან მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის დანიშვნის საკითხის ამოღება მოითხოვა.

„ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება და თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსად რუსუდან მირზიკაშვილის კანდიდატურის წარმოდგენა მერის მხრიდან მართებული და დროულია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მას დღეს მხარს დავუჭერთ“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, რუსუდან მირზიკაშვილის კანდიდატურა ამ თანამდებობისთვის მართლაც შესაფერისია.

„ჩვენ ყველა გავეცანით მის ბიოგრაფიას. ის წლების განმავლობაში საკმაოდ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა ჩვენი ქვეყნისთვის,“- განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, რომლის კომენტარსაც თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს