მარიკა დათუკიშვილი - საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელ პოსტებზე წარდგენილი კანდიდატებისგან ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ

მთავრობის წევრების ამ კანდიდატებს ჩვენ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარი არ დავუჭირეთ ბევრი რამის გამო, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მარიკა დათუკიშვილმა საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი საქალაქო სამსახურების წარდგენილ სამ კანდიდატს, არის ის, რომ ვერც ერთ კითხვაზე ვერ მიიღეს პასუხი.

"რაც შეეხება ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მუშაობდა იმ პერიოდში, როცა უჩა მამაცაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის მონდომებით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, საყდრისი აფეთქდა, ამასთან დაკავშირებით რუსუდან მირზიკაშვილს მისი პოზიციის დაფიქსირება ვთხოვეთ. მას აქვს არაჩვეულებრივი „სივი“, პროფესიული გამოცდილება, მაგრამ რამდენად პრინციპულია, რამდენად აღუდგება წინ ბიძინა ივანიშვილის მზარდ მოთხოვნებს, პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიის ასე ხელყოფას, გუდიაშვილის ქუჩის გადაკეტვას, ხელოვნების მუზეუმის ფაქტობრივად ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში გადასვლას. ჩვენ გვაინტერესებდა მის პრინციპულობასთან დაკავშირებით გამოგვეტანა დასკვნები, რისი შესაძლებლობაც მან არ მოგვცა, რადგან კითხვებზე პასუხი არ გაგვცა. რაც შეეხება გარემოს დაცვიდს საქალაქო სამსახურის უფროსს, მასთანაც გვქონდა ბევრი კითხვა, ის მოიქცა აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ, როდესაც ჩვენ ფრაქციის სხდომაზე დავიბარეთ და არ გამოცხადდა. მან ისიც არ იცის, რომ ამით კანონი დაარღვია. შევახსენეთ ამ კანონის არსი და მისი უფლება-მოვალეობები, მაგრამ ის არ აპირებს შემდგომში გაითვალისწინოს ეს ყველაფერი. ასეთ უპასუხისმგებლო ადამიანებს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავუჭერთ მხარს", - განაცხადა მარიკა დათუკიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს