რუსუდან მირზიკაშვილი - ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას თბილისის მოსახლეობის წინაშე

ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას თბილისის მოსახლეობის წინაშე, - ამის შესახებ თბილისის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა რუსუდან მირზიკაშვილმა განაცხადა, რომელიც პოსტზე დღეს საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.

"ურბანული სამსახურის ჩამოყალიბება ნათლად მიანიშნებს ქალაქის ხელისუფლების ძალიან მკაფიო განზრახვას, რომ მოხდეს ქალაქის როგორც ერთიანი ორგანიზმის განვითარების ინტეგრირებული მართვა და ყველა შესაბამისი უწყების კოორდინაცია გადაწყვეტილებების მისაღებად. ეს ყველაფერი უნდა მოექცეს ერთიანი პოლიტიკის ფარგლებში. ეს არის უპირველესი ამოცანა, რისთვისაც ეს სამსახური შეიქმნა. ამ მიზნით სამსახური განახორციელებს როგორც კვლევით, ანალიტიკურ, დაგეგმვით სამუშაოებს და აქტიურად ითანამშრიმლებს როგორც სამოქალაქო სექტორთან, ასევე საზოგადოებასთან. ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას თბილისის მოსახლეობის და თითოეული მოქალაქის წინაშე", - განაცხადა მირზიკაშვილმა.

რაც შეეხება საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციის მიერ დასმულ საკითხებს, მირზიკაშვილის თქმით, ეს პროექტები ერთიანი ურბანული პოლიტიკის ფარგლებში იქნება განხილული. საყდრისთან დაკავშირებით, რუსუდან მირზიკაშვილმა განაცხადა, რომ ეს მის პროფესიულ კომპეტენციას არ განეკუთვნება და ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ შეფასებას ვერ გააკეთებს.

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს დაამტკიცეს სამი საქალაქო სამსახურის უფროსები. კანდიდატებს ფრაქცია "ნაციონალურმა მოძრაობამ" მხარი არ დაუჭირა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს