სოზარ სუბარი - როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არღვევს ინსტიტუტებს, ესაა აბსოლუტურად გამიზნული და შეგნებული ტყუილი

როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არღვევს ინსტიტუტებს, ესაა აბსოლუტურად გამიზნული და შეგნებული ტყუილი, - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

„პრეზიდენტის აქტივობაზე არავინ არაფერს ამბობს, მაგრამ როდესაც პრეზიდენტი აკეთებს, ჩემი აზრით, არასწორ და შეუსაბამო განცხადებებს, უბრალოდ ჩნდება სურვილი პასუხი გაეცეს. ვფიქრობ, ეს განცხადებები არა მხოლოდ არასწორი, არამედ დამაზიანებელიცაა“, - აღნიშნა სუბარმა.

მისივე თქმით, არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრეზიდენტს მისი აქტივობების გამო აკრიტიკებენ. „არავის აინტერესებს თელავში წავა თუ მადაგასკარზე. ჩვენ გვაინტერესებს ის, რომ როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ არღვევს ინსტიტუტებს, ესაა აბსოლუტურად გამიზნული და შეგნებული ტყუილი. ის ამბობს, რომ ჩვენ ინსტიტუტებს ვანგრევთ, როდესაც 2012 წლის შემდეგ, სასამართლომ მართლა მიიღო სასამართლოს სახე, როდესაც წლის განმავლობაში განხილული 20 000 საქმიდან ერთი გამამართლებელი განაჩენი იყო და უცებ სასამართლო არავის ემორჩილება და არავის ჭკუაზე არ დადის, თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, სხვა საქმეა მოგვწონს თუ არა მისი გადაწყვეტილებები, პროფესიონალიზმი, მაგრამ ინსტიტუციურად დამოუკიდებელია“, - განაცხადა სუბარმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა