ფიქრია ჩიხრაძე - პრეზიდენტმა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ციტატაც რომ მოიყვანოს, უმრავლესობა იტყვის, რომ ეს არაა სწორი

პრეზიდენტმა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ ციტატაც რომ მოიყვანოს, უმრავლესობა იტყვის, რომ ეს არაა სწორი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, სადაც პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გამოეხმაურა.

„შეჩვეული ვართ და სამწუხაროდ, ასეა, რომ პრეზიდენტმა რაც არ უნდა თქვას, რუსთაველის „ვეფხისტყაოსნიდან“ სრულიად სწორად ციტატაც რომ მოიყვანოს, უმრავლესობა იტყვის, რომ ეს არაა სწორი და ყველანაირად შეეცდებიან ამას გვერდი აუაროს. ასეთი სამწუხარო რეალობა შეიქმნა და ბევრმა სხვა ვეტომ ეს დაადასტურა, თუმცა, ჩვენ ეს ვეტო ერთგვარად იმისთვისაც გამოვიყენეთ, რომ პირველად შეგვექმნა სივრცე დიალოგის გამართვისთვის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებაში დიდ ვნებათაღელვას იწვევს. ის შეხვედრები, რომლებიც მედიით შუქდებოდა და რომელშიც მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მოწმობდა, რომ ამ საკითხის მიმართ ძალიან დიდი ინტერესი იყო“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

პარლამენტმა 83 ხმით ”საზოგადოებრივ მაუწყებელთან” დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა