დიმიტრი ქუმსიშვილი - თბილისის ფორუმზე CONNECT 2018 ახალი მარშრუტების განვითარებას ჩაეყრება საფუძველი

თბილისის ფორუმზე საფუძველი ჩაეყრება ახალი მარშრუტების განვითარებას, რაც ჩვენს ქვეყნებს კიდევ უფრო დააკავშირებს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო საავიაციო ფორუმის CONNECT 2018-ის ოფიციალურ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ფორუმის საიუბილეო მე-15 ღონისძიებას, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, მსოფლიოს 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი ესწრება. უწყების ცნობით, აღნიშნული მასშტაბური ფორუმი ყოველწლიურად ევროპის რომელიმე ქვეყანაში ტარდება.

პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ფორუმი მნიშვნელოვან როლს თამაშობს კავშირების გაღრმავებაში, ხელს უწყობს ადამიანებსა და ბიზნესებს მოიძიონ ახალი დანიშნულების ადგილები დასვენებისა და ბიზნეს-საქმიანობისთვის, ეხმარება ქალაქებსა და ქვეყნებს ტურისტების მოსაზიდად უფრო ეფექტური და ხელსაყრელი გზები მოიძიონ.

“საქართველო ევროპისა და აზიის გასაყარზე მდებარეობს. ეს დიდი ისტორიის მქონე და სტუმართმოყვარე ქვეყანაა, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან ეკონომიკურ რეგიონს აკავშირებს ერთმანეთთან. ვინაიდან გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას მიზიდულობის ცენტრად აქცევს, საჰაერო მიმოსვლა სულ უფრო ფართოვდებოდა როგორც აღმოსავლეთის, ისე დასავლეთის მიმართულებით. ეს ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. საერთაშორისო რუკაზე ისეთი ქვეყნების გეოგრაფიული მდებარეობა, როგორიც საქართველოა, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვინაიდან ასეთი ქვეყნები ხელს უწყობს საჰაერო მიმოსვლის ზრდასა და ზოგადად, საავიაციო მრეწველობის შემდგომ განვითარებას“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერი მიესალმა ფორუმში მსხვილი საავიაციო კორპორაციების მონაწილეობას და იმედი გამოთქვა, რომ მისი მსვლელობისას შესაძლებელი გახდება ახალი შესაძლებლობების განვითარება და შეთანხმება საინტერესო მარშრუტებზე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს