ეკა ბესელიას განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილები გაჭიანურებული საქმეების განხილვას დააჩქარებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილები გაჭიანურებულ საქმეებს დააჩქარებს.

„მთავარი იდეა ცვლილების არის საქმეთა განხილვა უფრო დაჩქარებული წესით. ამისთვის სააპელაციოში იქმნება შესაძლებლობა, გაიზარდოს დავის საგნის ფასი და 2000 ლარს ზემოთ დავები, ამ საქმეებს განიხილვას სააპელაციო სასამართლო. მეტი შესაძლებლობა გაჩნდება კოლეგიური განხილვის ნაცვლად, ერთპიროვნულად განიხილოს მოსამართლემ საქმე, რაც გამოათავისუფლებს მოსამართლეთა რესურსს. სიახლე არის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განხილვისათვის უფრო სწრაფად მოხდება პირველ ინსტანციაში საქმეების განხილვა და არ დაელოდება სააპელაციო ინსტანციას და თავად შეეძლება დაიწყოს განხილვა. როგორც ნებისმიერი მოქალაქისთვის, ასევე ბიზნეს დავებისთვისაც იქნება მნიშვნელოვანი სასამართლომ დრო არ დაკარგოს. რომ შევაჯამოთ, იზრდება მოსამართლეთათვის ერთპიროვნული განხილვის შესაძლებლობა სააპელაციოში, იზრდება დავის ფასი და იზრდება ისეთი საქმეების რაოდენობა, როდესაც შესაძლებელი იქნება ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს სასამართლომ საქმე. ამით ძალიან ბევრ, გაჭიანურებულ საქმეებს მიეცემა შვება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

“საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები და მისგან გამომდინარე პროექტები პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა