ქუთაისიდან მოსკოვისა და პეტერბურგის მიმართულებით ფრენები განხორციელდება

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვისა და პეტერბურგის მიმართულებით ფრენები განხორციელდება.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, რუსული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია POBEDA AIRLINES ფრენებს ქუთაისი-მოსკოვი, ქუთაისი-სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით შეასრულებს.

გადაწყვეტილება საერთაშორისო საავიაციო ფორუმის, #CONNECT2018-ის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შპს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და კომპანიის ხელმძღვანელი პირების შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

“გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რასაც ამ ფორუმის ფარგლებში მივაღწიეთ. ახალი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია POBEDA AIRLINES ქუთაისი-მოსკოვი, ქუთაისი - სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით იფრენს. რეგულარული ფრენები, სავარაუდოდ, სექტემბრიდან განხორციელდება“, - განაცხადა “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა ქეთევან ალექსიძემ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო საავიაციო ფორუმი #CONNECT2018 სასტუმრო ბილტმორში მესამე დღეა გრძელდება. საიუბილეო, რიგით მე-15 ღონისძიებაში 65 ავიაკომპანიისა და 250 აეროპორტის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო