კვლევის თანახმად, უკრაინაში ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართოს, გამოკითხულთა უმრავლესობა ხმას იულია ტიმოშენკოს მისცემდა

ხვალ რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართოს, გამოკითხულთა უმრავლესობა ხმას ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია „ბატკივშინას“ ლიდერს იულია ტიმოშენკოს მისცემდა, თუმცა გამარჯვებისთვის მას მეორე ტურის ჩატარება დასჭირდებოდა. ამის შესახებ სოციოლოგიურ ჯგუფ „რეიტინგის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები მეტყველებს.

ასევე, არჩევნების პირველ ტურში ტიმოშენკოს ხმას რესპონდენტთა 18,7%, ხოლო ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს - 15,6% მისცემდა.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ მეორე ტურში პოროშენკო და ტიმოშენკო გავიდოდნენ, გამოკითხულთა 30% ხმას „ბატკივშინას“ ლიდერს, 23% კი - ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს მისცემდა. რესპონდენტთა 28% ასეთ შემთხვევაში არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებდა.

კვლევა 2017 წლის 12-28 დეკემბერს ჩატარდა. პირადი ინტერვიუს სახით გამოიკითხა 30 ათასი რესპონდენტი. ცდომილების მაჩვენებელი 0,6%-ს არ აღემატება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს