GWP კაკლების დასახლებაში წყალმომარაგების სისტემას აწყობს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 2018 წლის საინვესტიციო პოლიტიკის პრიორიტეტად თბილისის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და ქალაქის ურბანული განვითარების ხელშეწყობა რჩება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიიდან აცნობეს, ამ მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი - კაკლების დასახლებაში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა და განვითარებაა. აღსანიშნავია, რომ კაკლების დასახლებაში ისტორიულად წყალმომარაგების სისტემა არ არსებობდა.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა ვაკის რაიონის გამგებელთან, ნოდარ ტურძელაძესთან ერთად კაკლების დასახლებაში მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 4 კილომეტრიან წყალმომარეგბის ახალ ქსელს აწყობს. ამასთან ერთად, წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, ახალ ქსელზე ევროსტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურული ელემენტები დამონტაჟდება და ასევე, 3 სატუმბო სადგური მოეწყობა. აღნიშნულ პროექტში კომპანია 1.5 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, კაკლების დასახლების მოსახლეობას 24 საათიანი, უწყვეტი და სტაბილური წყალმომარაგება ექნება.

აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მსგავსი ტიპის პროექტებს თბილისის ზედა ზონებში და ივერთუბნშიც ახორციელებს. უახლოეს მომავალში კი კომპანია ბეთანიასა და კვესეთში დაიწყებს სამუშაოებს, სადაც 30 კილომეტრიანი წყალმომარაგების ქსელი მოეწყობა და 4.5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო