საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ხაშურში დაკარგულ 10 წლის ბავშვს ზოოპარკი დაათვალიერებინეს

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ხაშურში დაკარგულ 10 წლის დავით ნოზაძეს ოცნება აუხდინეს და ზოოპარკში წაიყვანეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

20 თებერვალს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა პატრულირების დროს თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე, დაახლოებით, 9-10 წლის ბიჭი შეამჩნიეს, რომელსაც თან არავინ ახლდა.

„პოლიციელები მოზარდს გაესაუბრნენ. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ იგი 10 წლის დავით ნოზაძეა, ქალაქ ხაშურში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სახლიდან დაუკითხავად გამოიპარა, მატარებელს გამოჰყვა, თბილისში ზოოპარკის სანახავად და დედაქალაქის დასათვალიერებლად ჩამოვიდა, დააღამდა და უცხო ქალაქში სრულიად მარტო აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც პოლიციელებმა ბავშვის ვინაობა დაადგინეს, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ მამამისს - ლევან ნოზაძეს, რომელიც ჩამოვიდა თბილისში და ბავშვი სახლში დააბრუნა“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა