აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე, რომელსაც ამავე ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი უძღვებოდა, ერთი საკითხი განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურიდან აცნობეს, კონსტიტუციური კანონის პროექტი - „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და ფრაქციის წევრმა დავით გაბაიძემ წარადგინა.

მათივე ცნობით, კანონის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების პარალელურად, მომხსენებელმა იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, რომელთა საბოლოო ჩამოყალიბებაზე მსჯელობა საკანონმდებლო ორგანოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიისა და შემდგომ უმაღლესი საბჭოს სხდომებზე გაგრძელდება.

დავით გაბაიძის განცხადებით, კანონის პროექტს უმაღლესი საბჭო სამი მოსმენით განიხილავს და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებს მიაჩნიათ, რომ კანონის პროექტი მზად არის უმაღლესი საბჭოს სესიაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო