იან კელი - გზა, რომელსაც მიჰყვებით, რთულია, შეიძლება, გრძელიც აღმოჩნდეს, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ

გზა, რომელსაც მიჰყვებით, რთულია, შეიძლება, გრძელიც აღმოჩნდეს, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ განაცხადა, რომელმაც საქართველოში მისი სამწლიანი საქმიანობა შეაჯამა.

"როდესაც ამერიკის ვიცე პრეზიდენტი პენსი აქ იმყოფებოდა 2017 წლის 1-ელ აგვისტოს, მან ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვა წარმოთქვა: ,,ჩვენ თქვენთან ერთად ვართ“. მისი გამგზავრების შემდეგ ჩემი მოადგილე ელიზაბეთ რუდი და მომდევნო ელჩი გააგრძელებენ ჩვენს მისიას და თქვენი ძალისხმევის მხარდაჭერას. აგრძელებს რა საქართველო ამ კურსით სვლას, ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ ელჩებს ექნებათ შესაძლებლობა საქართველოს უწოდონ არამხოლოდ პარტნიორი, არამედ მოკავშირეც",- განაცხადა იან კელიმ.

იან კელის თქმით, მას სჯერა საქართველოს და ქართველების და იმის, რომ ქვეყნის მისწრაფებები წარმატებით დაგვირგვინდება.

" შეიძლება თქვენ დგახართ უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე და არსებობს წინააღმდეგობები ქვეყნის შიგნით და გარეთ, რაც ცდილობს დემოკრატიის შესუსტებას, თუმცა თქვენ გაქვთ სათანადო გარემო თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარებისათის: ენერგიული სამოქალაქო საზოგადოება, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეფორმების განხორციელების პოლიტიკური ნება. დემოკრატიისათვის შრომას თქვენ ნაყოფიერ ნიადაგზე ეწევით",- განაცხადა შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.

იან კელი საქართველოში დიპლომატიურ საქმიანობას ასრულებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა