Al Mayadeen - ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის მოადგილე აბუ აბდელ რაჰმან ალ-თამიმი ალ-ათაბი ალ-ჯაზრავი მოკლეს

ერაყში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის მოადგილე აბუ აბდელ რაჰმან ალ-თამიმი ალ-ათაბი ალ-ჯაზრავი მოკლეს, - ამის შესახებ ტელეარხი Al Mayadeen ერაყის დაზვერვის სამსახურის წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

ტელეარხის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის მოადგილე ავიადარტყმების შედეგად მოკლეს.

12 თებერვალს ტელეარხმა Sky News Arabia-მ განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაური აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი სიკვდილის პირასაა და სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში ექსტრემისტების ერთ-ერთ ჰოსპიტალში იმყოფება.

„ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყის ტერიტორიის ნაწილის ოკუპირება 2014 წელს მოახდინა. იმავე წლის ივნისში მათ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი მოსული დაიკავეს და ე.წ. ხალიფატის დედაქალაქად გამოაცხადეს. 2015 წელს საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით, ერაყის მთავრობამ ტერიტორიების ტერორისტებისგან გაწმენდის ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო. 2017 წელს ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალ-აბადიმ „ისლამურ სახელმწიფოზე“ საბოლოო გამარჯვება გამოაცხადა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს