არასამთავრობოების ნაწილი მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესს გაუმჭვირვალე და დახურულ პროცესად აფასებს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესს გაუმჭვირვალე და დახურულ პროცესად აფასებს.

როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრმა ეკა ციმაკურიძემ კენჭისყრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ იუსტიციის საბჭოს აქვს სრული თავისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებაში, წევრები იღებენ სუბიექტურ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ დაინიშნენ ან რის გამო ეთქვათ მოსამართლეებს უარი უვადოდ განმწესებაზე.

„იუსტიციის საბჭოს სრული თავისუფლება აქვს კენჭისყრაზე, რათა დააფიქსირონ საკუთარი გადაწყვეტილება. აქ არის ფართო საშუალება სუბიექტური მიდგომების, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ ნიშნავს ან არ ნიშნავს მოსამართლეებს საბჭო. ეს სერიოზულ ჩრდილს აყენებს იუსტიციის საბჭოს მუშაობას“, - განაცხადა ეკა ციმაკურიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციის კიდევ ერთი წარმომადგენელი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან“ ოლიკო შერმადინი აცხადებს, რომ საზოგადოება ვერასდროს გაიგებს, თუ რა მოტივაცია დაედო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას. მისი შეფასებით, პროცესი არის გაუმჭვირვალე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო