სოფიო ქაცარავა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დელეგატებს მიმართა, რომლის მთავარი მომხსენებლებიც იტალიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვინჩენსო ამენდოლა და ეუთო-ს გენერალური მდივანი ტომას გრემინგერი იყვნენ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფიო ქაცარავამ გამოსვლისას ხაზი გაუსვა იტალიის, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის პირველ პრიორიტეტს - კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხს, რაც საქართველოს პირველ ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე, ყურადღება გაამახვილა მსოფლიოს წინაშე მდგარ საფრთხეზე, რასაც ჰიბრიდული ომი წარმოადგენს და რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს წევრი ქვეყნების ძალისხმევას დემოკრატიის კონსოლიდაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების მაღალი სტანდარტით ჩამოყალიბებაში.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციითვე, სოფიო ქაცარავამ ინტერესი გამოხატა იტალიის თავმჯდომარეობის დღის წესრიგში ამ საკითხის მნიშვნელობის შესახებ ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა