„აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი - ახალ საწარმოში 3 ათას ადამიანს დავასაქმებთ

„აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებლის ჯემალ ბილგინგულლუოღლუს განცხადებით, ახალ საწარმოში ეტაპობრივად 3 ათასი ადამიანი დასაქმდება. როგორც მან ფოთში, კომპანიის ახალი საწარმოს გახსნაზე განაცხადა, საწარმოში დასაქმების საბოლოო ფაზა 2020 წელს დასრულდება.

„პირველი საწარმო საქართველოში 2008 წელს გავხსენით ბობოყვათში, შემდეგ ბათუმში. დღეს კი მესამე საწარმო - ფოთში. ფოთის საწარმო სამი ეტაპისგან შედგება. წელსვე, პირველ ეტაპზე დასაქმდება 1000 ადამიანი, მეორე ეტაპზე - 2000, მესამე ეტაპზე სულ დასაქმებული გვეყოლება 3 ათასი ადამიანი. სამივე ეტაპის დასრულებას 2020 წელს ვგეგმავთ“, - განაცხადა ჯემალ ბილგინგულლუოღლუმ.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „აჭარა ტექსტილის“ ფოთის ახალი საწარმო სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მხარდაჭერით გაიხსნა. საწარმო დღეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ „აჭარა ტექსტილის“ დამფუძნებელი ჯემალ ბილგინგულლუოღლუ და Nike Ema-ს რეგიონალური დირექტორი კანერ სოიტასი.

„აჭარა ტექსტილის“ ახალი საწარმო პროდუქციას მიაწოდებს ისეთ მსხვილ ბრენდებს, როგორებიცაა New Balance და Under Armour.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს