არასამთავრობოების ნაწილი მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესს გაუმჭვირვალე და დახურულ პროცესად აფასებს

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესს გაუმჭვირვალე და დახურულ პროცესად აფასებს. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წევრმა ეკა ციმაკურიძემ გუშინ, კენჭისყრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ იუსტიციის საბჭოს აქვს სრული თავისუფლება საკუთარ გადაწყვეტილებაში, წევრები იღებენ სუბიექტურ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ დაინიშნენ ან რის გამო ეთქვათ მოსამართლეებს უარი უვადოდ განმწესებაზე.

„იუსტიციის საბჭოს სრული თავისუფლება აქვს კენჭისყრაზე, რათა დააფიქსირონ საკუთარი გადაწყვეტილება. აქ არის ფართო საშუალება სუბიექტური მიდგომების, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ ნიშნავს ან არ ნიშნავს მოსამართლეებს საბჭო. ეს სერიოზულ ჩრდილს აყენებს იუსტიციის საბჭოს მუშაობას“, - განაცხადა ეკა ციმაკურიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციის კიდევ ერთი წარმომადგენელი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოდან“ ოლიკო შერმადინი აცხადებს, რომ საზოგადოება ვერასდროს გაიგებს, თუ რა მოტივაცია დაედო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას. მისი შეფასებით, პროცესი არის გაუმჭვირვალე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა