Associated Press - ბრალეულობის დამტკიცების შემთხვევაში, ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს პოლ მანაფორტს 80 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მუელერმა, რომელიც ამერიკის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმეს იძიებს, გუშინ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს პოლ მანაფორტს ახალი ბრალდებები წაუყენა. მას რამდენიმე ათეული მილიონი აშშ დოლარის „გათეთრება“ ედება ბრალად.

„მანაფორტმა თავისი პარტნიორის რიჩარდ გეიტსის დახმარებით 30 მილიონ დოლარზე მეტი „გაათეთრა“, ეს არის შემოსავალი, რომლის შესახებაც ინფორმაცია დამალა აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის, იუსტიციის დეპარტამენტისა და სხვებისგან. გეიტსმა 3 მილიონ დოლარზე მეტი ოფშორული ანგარიშებიდან მიიღო. აღნიშნული შემოსავალი მანაც დამალა ხაზინისა და იუსტიციის დეპარტამენტებისგან“, - ნათქვამია საბრალდებო დოკუმენტში.

გუშინ გეიტსსა და მანაფორტს 32 პუნქტიანი ბრალდება წაუყენეს, რაც დაკავშირებულია საბანკო და საგადასახადო სფეროებში თაღლითობასთან.

მუელერი აღნიშნავს, რომ ბრალდებულები უკრაინაში საქმიანობის შედეგად მილიონობით დოლარის შემოსავალს იღებდნენ.

„2006 წლიდან დღემდე მანაფორტი და გეიტსი მონაწილეობდნენ შემოსავლების დამალვის სქემაში, სარგებლობდნენ და იყენებდნენ ამ ფულად სახსრებს“, - ნათქვამია დოკუმენტში.

გამოძიების მონაცემების თანახმად, მათ ოფშორული ანგარიშებიდან 75 მილიონ დოლარზე მეტი მიიღეს, თუმცა მანაფორტს შემოსავლიდან შესაბამისი გადასახადი არ გადაუხდია და ის გეიტსის დახმარებით დამალა.

Associated Press აღნიშნავს, რომ თუ მათი ბრალეულობა პირველი 12 პუნქტის მიხედვით მაინც დადგინდება, მანაფორტს 80 წლით, ხოლო გეიტსს 70 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა