რომან გოცირიძე - საგამოძიებო კომისიების შექმნით,ხელისუფლებას მიეცემა შანსი, „შავი ლაქები“ ჩამოიწმინდოს, რომელიც საერთაშორისო დონეზე მიიღო

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის რომან გოცირიძის განცხადებით, პარლამენტში საგამოძიებო კომისიების შექმნით, ხელისუფლებას მიეცემა შანსი, „შავი ლაქები“ ჩამოიწმინდოს, რომელიც საერთაშორისო დონეზე მიიღო.

„დღეს ვიხილავთ პარლამენტში ორი კომისიის შექმნის საკითხს, ერთია - აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმე და მეორე - ჩატაევის ტერორისტული დაჯგუფების საქართველოში შემოსვლის გარემოებები და თუ რატომ ვერ იქნა ეს თავიდან აცილებული. ეს არის აუცილებელი, ვინაიდან, აღმასრულებელი ხელისუფლება ხელს აფარებს დამნაშავეებს და სხვა მექანიზმი ქვეყანაში არ არსებობს, გარდა დროებითი საგამოძიებო კომისიისა, რომელიც არის სპეციფიკური და რომელშიც მონაწილეობს ოპოზიციაც და სადაც არსებობს მეტი შანსი, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება. ამ კომისიების შექმნა გარკვეულწილად იქნება იმ „შავი ლაქის“ ჩამოწმენდა, რომელიც საქართველომ მიიღო საერთაშორისო ავტორიტეტის შელახვის სახით. გარდა ამისა, კომისიის შექმნა ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეები დაისაჯონ დრულად“, –განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისი თქმით, თუ ახლა არ მოხდება სამართლიანი გამოძიება, აღნიშნული საქმეები ნებისმიერი ხელისუფლების მოსვლის პირობებში იქნება გამოძიებული და სერიოზული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისება იმ ხალხს, რომელმაც ეს დანაშაული ჩაიდინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა