ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სასამართლომ ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასა და ტარებაში ბრალდებული ზ.შ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.

”სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 25 ივნისს, 16:20 საათზე, ზ.შ. ყაჩაღურად თავს დაესხა ქ.სენაკში მდებარე „ელექტროტექნიკის მაღაზიას“ და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის და ხელყუმბარის გამოყენებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მაღაზიის მეპატრონეს მ.ც.-ს თანხის გადაცემა მოსთხოვა. მ.ც-მ წინააღმდეგობა გაუწია ზ.შ.-ს და სხვა პირების დახმარებით ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა წაართვა, რის შემდეგაც ზ.შ. შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა, რა დროსაც იგი შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.

ზ.შ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყაჩაღობა) და 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა- ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზ.შ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს