გიგა ბოკერია - როდესაც აფგან მუხთარლის ამბავი გახმაურდა და ამას დიდი რეაქცია მოჰყვა, არსებობს ეჭვი, რომ მტკიცებულებები გაქრა

ყველაზე უფრო მძიმე სურათს ქმნის ის, რომ როდესაც აფგან მუხთარლის ამბავი გახმაურდა და ამას ძალიან დიდი რეაქცია მოჰყვა, არსებობს ეჭვი, რომ მტკიცებულებები - ჩანაწერები გაქრა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირების ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციის, გეოპოლიტიკური ინტერესებისა თუ საგარეო ურთიერთობებზე ზიანის წინ დგას პრობლემა, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის შიგნით. ერთია ის კატასტროფული ვითარება, რომ ამა თუ იმ გარემოებაში ადამიანი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან გაქრა და მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, მაგრამ ყველაზე უფრო მძიმე სურათს ქმნის ის, რომ როდესაც ეს ამბავი გახმაურდა და მოჰყვა ძალიან დიდი რეაქცია, არსებობს ეჭვი, რომ მტკიცებულებები - ჩანაწერები გაქრა. საღი აზრის ფარგლებში მხოლოდ ორი ვერსია შეიძლება იყოს - ერთი, რომ ამ ყველაფერში იმდენად მაღალი დონის ხელმძღვანელობა არის ჩართული, რომ ასეთი ყურადღების მიუხედავად, მიიღეს გადაწყვეტილება მტკიცებულებების გაქრობის თაობაზე ან იმდენად მორღვეულ ვითარებაში ვართ, რომ ვიღაცას, არაფორმალურ სტრუქტურებს შეუძლიათ ასეთი რამ გააკეთონ, ჩვენი სამართლდამცავი ორგანოების ზურგს მიღმა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

უმცირესობის მიერ ინიცირებულია დადგენილების პროექტი, რომელიც მუხთარლიზე თავდასხმის, გატაცების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

საკითხი დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ წარადგინა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო