RMG Gold-ის სალიცენზიო ტერიტორიიდან მაგისტრალური გაზსადენის მონაკვეთის გადატანის შესახებ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა გაიმართა

დმანისის მუნიციპალიტეტში, კომპანია RMG Gold-ის სალიცენზიო ტერიტორიიდან წითელი ხიდის-წალკა-ალასტანის მაგისტრალური გაზსადენის მონაკვეთის გადატანის შესახებ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“RMG Gold-დან აცნობეს.

საუბარია, წითელი ხიდის-წალკა-ალასტანის მაგისტრალური გაზსადენის 73-ე - 75-ე კილომეტრის მონაკვეთზე, რომელიც RMG Gold-ის სალიცენზიო ტერიტორიაზეა განთავსებული. კომპანიის საოპერაციო სამუშაოების საჭიროებიდან და გაზსადენის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საჭირო გახდა გაზსადენის აღნიშნული მონაკვეთის გადატანა უსაფრთხო მანძილზე.

კომპანიამ ჩაატარა საპროექტო კვლევები, დაიგეგმა სამუშაოების განხორციელების და გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებები.

საჯარო განხილვას ესწრებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა