გიორგი მარგველაშვილი - პოლიტიკური გამოუცდელობიდან გამომდინარე მმართველ პარტიას აქვს ხოლმე განცდა, რომ თუ კრიზისი გადააგორა, ორ კვირაში პრობლემა ყველას დაავიწყდება

პოლიტიკური გამოუცდელობიდან გამომდინარე მმართველ პარტიას აქვს ხოლმე განცდა, რომ თუ კრიზისი გადააგორა, ორ კვირაში პრობლემა ყველას დაავიწყდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს საქართველოში დემოკრატიის კუთხით არსებულ გამოწვევებზე აშშ-ის ელჩის, იან კელის მიერ გაკეთებული განცხადებების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

"არ იყო მარტო იან კელის განცხადება და ნება მომეცით, ცალკე განცხადებებზე არ გავაკეთებ კომენტარს, უბრალოდ შევაჯამებ. იყო არაერთი განცხადება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომელიც ყურადსაღებია. იცით რა ვითარებაა?! პოლიტიკური გამოუცდელობიდან გამომდინარე მმართველ პარტიას აქვს ხოლმე განცდა, რომ თუ გადააგორა კრიზისი, ორ კვირაში დაავიწყდება ყველას ეს პრობლემა, თუ სკანდალი რაღაცნაირად მიავიწყებინა საზოგადოებას, ყველას ეს ავიწყდება, თუ შეცდომა რამენაირად დალაგდა საქართველოში, რომ ამის თაობაზე ყველა ივიწყებს. ასე არ არის, ის შეცდომები, რასაც ჩვენ ვუშვებთ დემოკრატიასთან მიმართებაში, რაზეც ვსაუბრობდით მთელი წინა წელი, რაც გამოიხატება როგორც ხელისუფლების ზედმეტ კონსოლიდაციაში, ისე დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებაში, ისე ინსტიტუციური სტაბილურობის შესუსტებაში - ეს ყველაფერი არსად იკარგება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, არ გეგონოთ, რომ ეს ყველაფერი გადაივლის ერთ და ორ კვირაში და გადააგორებთ რაიმე სხვა თემით. ყურადღება მიაქციეთ ამ განცხადებებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო