ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე 51-ე სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, ექსპერტი და სასწრაფოს ექიმი დაიკითხნენ

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე 51-ე სკოლის ფიზიკის მასწავლებელი, ექსპერტი და სასწრაფოს ექიმი დაიკითხნენ. მოწმეებმა სხვადასხვა ფაქტობრივ გარემოებებზე ისაუბრეს, რომლის შინაარსზეც მხარეები ღიად არ საუბრობენ. დაცვის მხარის მტკიცებით, სასამართლოს დღეს დაკითხული მოწმეებისგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუღია.

"დღეს დაკითხული მოწმეები ფაქტის შემსწრე მოწმეები არ არიან და შესაბამისად, რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მათ სასამართლოსთვის არ მიუწოდებიათ. ბრალდების მხარის ტაქტიკაა, რომ არ წარმოადგინოს სასამართლოში თავიდანვე ფაქტის პირდაპირი თვითმხილველები. ალბათ სურთ გარკვეული საზოგადოებრივი აზრის შექმნა. ეს მათი გადასაწყვეტია. პროკურატურას აქვს უფლება, რომ თავად განსაზღვროს მოწმეების რიგითობა", - განაცხადა ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის ადვოკატმა ეკა მაჭარაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა