ადვოკატი - ლადო გრიგალაშვილმა ანა ნაცვლიშვილს „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანის მძღოლთან ინტიმური ურთიერთობისას შეუსწრო

თემქაზე ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატის განმარტებით, ლადო გრიგალაშვილმა ანა ნაცვლიშვილს „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანის მძღოლთან ინტიმური ურთიერთობისას შეუსწრო.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანას და მის მძღოლს საქმეში არა მხოლოდ ლადო გრიგალაშვილი, არამედ კიდევ ერთი მოწმე ასახელებს. ადვოკატი პროკურატურის მოთხოვნას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე, დაეთანხმა და აღნიშნა, რომ არსებობს საფრთხე გრიგალაშვილთან მიმართებაში, რადგან მან „ბე-ემ-ვეს“ მძოლი დაინახა, თუმცა ის გამოძიებას იდენტიფიცირებული არ ჰყავს.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა ნახა „ბე-ემ-ვეს“ მარკის ავტომანქანა, ე.წ. „დუტი ტროიკა“, რომლის მძღოლთანაც ანა ნაცვლიშვილს ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა. შესაბამისად, ვეთანხმები პატიმრობის მოთხოვნას, არა იმიტომ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დამნაშავეა, არამედ იმიტომ, რომ მას შესაძლოა საფრთხე დაემუქროს, ვინაიდან ლადო გრიგალაშვილმა შეუსწრო საყვარელ გოგონას, აღნიშნული მანქანის მძღოლთან ურთიერთობისას", - აღნიშნა ადვოკატმა ნაირა ოტიაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა