ლევან სამუშია - პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილისა და ,,ქართული ოცნების’’ განცხადება არის ფარისევლობა

პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილისა და ,,ქართული ოცნების’’ განცხადება და წუხილი იუსტიციის საბჭოს მიერ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებასთან დაკავშირებით არის ფარისევლობა, - ამის შესახებ ’’თავისუფალი დემოკრატების’’ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების’’ მიზანია საზოგადოების მოსალოდნელი ნეგატიური და მკაცრი რეაქცია თავიდან აიცილონ და სასამართლოში მიმდინარე არადემოკრატიული პროცესები წარმოაჩინონ მათგან დამოუკიდებლად მიმდინარე პროცესებად. სამუშიას განცხადებით, „ქართული ოცნების’’ ხელისუფლება და პრემიერი კვირიკაშვილი თავიანთი განცხადებით, ცდილობენ სიტუაცია წარმოაჩინონ იმგვარად, თითქოს პრობლემა იყოს მხოლოდ რამდენიმე მოსამართლეში და სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობდეს.

„დღეს, სასამართლოში მიმდინარე მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართული ოცნების’’ ხელისუფლებას. ეს შედეგია მათ მიერ გატარებული ე.წ. სასამართლოს რეფორმირების ტალღებისა. ის, რაც დღეს სასამართლოში ხდება, არის შეთანხმებული მოქმედება იუსტიციის საბჭოსა და „ქართული ოცნების’’ ხელისუფლებას შორის. აღნიშნული პროცესები გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

მოვუწოდებ „ქართული ოცნების’’ ხელისუფლებას, შეაჩერონ მათ მიერ მოსამართლეთა უვადო გამწესება და საკითხის ირგვლივ არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა და სპეციალისტების ჩართულობით, მიღებული იყოს შეთანხმებული გადაწყვეტილება, რაც შესაძლებელს გახდის გამოსავლის მოძებნას „ქართული ოცნების’’ მიერ შექმნილი უმძიმესი სიტუაციიდან’’, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა