აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას უმრავლესობიდან სამმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი

აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას საპარლამენტო უმრავლესობის სამმა დეპუტატმა: ირინე ფრუიძემ, ირაკლი შიოლაშვილმა და თამარ ხულორდავამ დაუჭირეს მხარი.

კენჭისყრის შედეგების მიხედვით, 18 დეპუტატს შორის, რომელთაც პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის სასარგებლოდ მისცეს ხმა, სამი სწორედ უმრავლესობის წევრია.

პარლამენტმა, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. საპარლამენტო უმცირესობის მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტს 18-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 22-მა წევრმა მისცა. კენჭისყრის ამ შედეგით დადგენილების პროექტი ჩავარდა.

უმცირესობის მიერ მომზადებული პროექტი მუხთარლიზე თავდასხმის, გატაცების, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის და საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე უკანონოდ გადაყვანის ფაქტის შესწავლის მიზნით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა