დავით უსუფაშვილი - არ იქნებოდა სწორი ყველა მოსამართლის გაშვება, თუმცა გაცილებით არასწორია ის, რაც მოხდა - მათი აღზევება

არ იქნებოდა სწორი ყველა მოსამართლის გაშვება, თუმცა გაცილებით არასწორია ის, რაც მოხდა - მათი აღზევება, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, 2012 წელს ახალმა ხელისუფლებამ სასამართლო სისტემაც და მოსამართლეებიც მემკვიდრეობით მიიღო და თავიდანვე აცნობიერებდა, რომ ამ მიმართულებით პრობლემები ჰქონდა.

„2012 წლის ხელისუფლების ფუნდამენტური ცვლილების შემდეგ ახალი ხელისუფლება იდგა იმის წინაშე, რომ მან მემკვიდრეობით მიიღო სასამართლო სისტემა და მოსამართლეები, რომელთა დანიშვნა და საქმიანობის სტილის განსაზღვრა მთლიანად წინა ხელისუფლების დამსახურება იყო. ჩვენ ვიცოდით, რომ ერთ-ერთი პრობლემა სწორედ მართლმსაჯულების სისტემაში გვქონდა. არ იქნებოდა სწორი ყველა მოსამართლის გაშვება, თუმცა გაცილებით არასწორია ის, რაც მოხდა - მათი აღზევება”, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა