ზურაბ ალავიძემ წალენჯიხის განახლებული კულტურის სახლი დაათვალიერა

რეგიონებში ძველი და ავარიული კულტურის სახლების აღდგენა აქტიურად გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, ერთ-ერთი ასეთი ცენტრის რეაბილიტაცია დასრულდა წალენჯიხაში. დღეიდან, ადგილობრივებს განახლებული კულტურის სახლი მოემსახურება.

დასრულებული სამუშაოები, ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა.

ზურაბ ალავიძის განცხადებით, კულტურის ცენტრების აღდგენას სათანადო ყურადღება ეთმობა.

„ბევრ მუნიციპალიტეტში წლების წინ დახურული, ავარიული და უფუნქციო შენობები დგას. ერთ-ერთი ასეთი კულტურული ცენტრის რეაბილიტაცია დავასრულეთ წალენჯიხაში, სადაც მთლიანად შეიცვალა შიდა და გარე ინტერიერი, სცენა და დარბაზი. მალე ცენტრი სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებას განახლებულ კულტურის სახლში უმასპინძლებს“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 680 000 ლარი დაიხარჯა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო